Sunday, May 8, 2016

მგელი ჩამოახრჩეს




ჭაჭუნას აღკვეთილთან ხრეშის გზა მიდის, მას რამოდენიმე ადგილას მშრალი კალაპოტები კვეთს, შესაძლებელია ზოგჯერ ეს კალაპოტები წყლითას ივსება - ყოველ შემთხვევაში გზის ქვეშაა გამოყვანილი და ბეტონის კონსტრუქციაზე ხიდია გადებული. ასეთი ხიდების ქვეშ ხშირად ჭოტები ცხოვრობენ. ერთ-ერთ მათგანში, ბერდვოჩერებთან ერთად ჭოტის ძებნისას, ჩამოხრჩობილი მგელი ვიპოვეთ.

ვერ ვიტყვი, რომ სასიანოვნო სანახაობაა. პირი სულ დაჭმული აქვს, არც კი ვიცი რამ ინადიმა. მგლის სიკვდილი კიდევ უფრო ნაკლებად სასიაამოვნო უნდა ყოფილიყო. თუმცა არ ვარ დარწმუნებული - ჯერ მოკლეს თუ ჯერ ჩამოახრჩვეს. ერთი კი ვიცი - მეცხვარე სადაც კი მგელს ნახავს, როგორც კი მოახერხებს, ყოველთვის და ყველგან, აუცილებლად გაუსწორდება. აქ არც კანონი ჭრის, არც ლაპარაკი, არც ახსნა-განმარტებითი სამუშაოები. რამდენ მეცხვარესთან მილაპარაკია, მგლის ხსეენაზე სიძულვილისაგნ ძაგძაგი ეწყებათ.
ეს საბრალო მგელი კი სიკვდილშიც არ დავასვენეთ: მოვაჭერი ყური გენეტიკური ანალიზისთვის. მე წამოვიედი, ის კი მანდ კიდია, მიბრძანდით, დატკბით სანახაობით...


Thursday, May 5, 2016

უფეხურა


უფეხურა (Caprimulgus europaeus), იჯდა მანქანის წინ ყაზბეგში და გაფრენა არ უნდოდა. ჩავრთე ყველა ფარა და განათება რაც კი აქვს ჩემს ტოიოტას და ფოტოც გადავუღე. ცოცხალი თავით არ ფრინდებოდა, სანამ ზედ თავზე არ დავადექი. ისე,
ღამე ყველაფერი ჭრიჭინა და ციკადა რომ არ გეგონოთ - აი უფეხურას ხმაც: http://www.xeno-canto.org/297615 

Friday, March 18, 2016

წიგნები

საქართველოს ობობები 
საქართველოს ობობები - თამარ მჭედლიძე
ინტერნეტში, ჩემ და გასაკვირად, მივაგენი აქ ამ საინტერესო წიგნს. რადგანაც უფასოდ ვრცელდება - მეც გავავრცელებ.
წყარო: http://caucasus-spiders.info/

Little owl - Athene noctua - ჭოტი

ეს ბრაზიანი ჭოტი გადავიღე ორი წლის წინ შირვანის ეროვნულ პარკში, აზერბაიჯანში.


ახლა გამახსენდა, რომ ძველი ბერძნები სწორედ მას მიიჩნევდნენ ქალღმერთ ათენას თანაშემწედ. სწორედ ეს ბუ სიბრძნის და ცოდნის სიმბოლოა დასავლეთ ცივილიზაციაში. საინტერესოა, მეტაფორულად რომ განვიხილოთ - სიბრძნე ღამე გვევლინება, როდესაც ათენა და მისი ბუ ფრთებს გაშლიან?

ჭოტი მოფრინავს ათენასთან (ძვ. წ.აღ. V საუკუნე)

ათენას მონეტა (ძვ. წ.აღ. V საუკუნე)

Wednesday, March 16, 2016

კავკასიური გომბეშო Bufo verrucosissimus


ეს ლამაზმანი გადავიღე ცუცხვათის მღვიმეების მისადგომებთან, იმერეთში. ვეებერთელაა, ზრდასრული მამაკაცის ორი ხელით ვერ დაფარავდი.

Wednesday, March 18, 2015

დღის ფილმი: More Than Honey

More Than Honey (თაფლზე მეტი) 

IMDB:7.5
რა არის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების კლების მიზეზები? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თანამედროვე საზოგადოებაზე? ამას იხილავენ სხვადასხვა ქვეყნის (შვეიცარია, აშშ, ავსტრალია, ჩინეთი) მეცნიერები, მეფუთკრეები, უბრალოდ ფერმერები - ყვებიან თავის ამბავს და გამოცდილებას.


CCD (Colony collapse disorder) ყველამ ვიცით რა არის? აი როდესაც ყოველგვარი გასაგები მიზეზის გარეშე იღუპება სკა. დასავლურ მეფუთკრეობაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა.

Monday, March 16, 2015

ნადირობა ქურციკების ყანაში

დღევანდელი პოსტის თემა ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ამაზე ლაპარაკი ისეთი ფაქიზი რამეა, რომ არ ვიცი საიდან მივუდგე. არ ვიცი, დაცული ტერიტორიების რამდენ პატიოსან და ალალ თანამშრომელს ვაწყენინებ, იმედია - გამიგებთ. არ ვიცი, ავნებს თუ ასარგებლებს ეს პოსტი ყველა განათლებული ადამიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს - ბუნების დაცვას. მაგრამ, ქურციკის მკვლელობამ მოიტანა, თემა მომწიფდა - უნდა ვთქვა...

Tuesday, March 10, 2015

როგორ არ მოვაჭრევინოთ ხე სამეზობლოში

მოგესალმებით. დღეს საინტერესო და ლამაზი ფოტოები არ იქნება. დღეს იქნება მორიგი ისტორია ჩვენი მოქალაქეების ერთის მხრივ სიხარბეზე, და მეორეს მხრივ - დაუდევრობაზე.

ყიფშიძის ქუჩაზე, რომელზეც ამჟამად ვცხოვრობ, გვაქვს ოთხი ხე - სამი ალვის ხე და ერთი წიწვოვანი. რადგანაც ეს ყიფშიძის ქუჩაა, ამ საწყლებს ყველა მხრიდან შეუტიეს და თავის დროზე მოაქციეს ავტოფარეხების ზოლში. ხო და ახლა ერთ-ერთი ფარეხი იყიდა ვინმე ზურაბ დალაქიშვილმა და ალვის ხეს მოჭრა დაუპირა.

Sunday, February 15, 2015

ტივი - სამალავი

მიზანი: ფოტო/ვიდეო შეტევა წყალმცურავ ფრინველებზე
სტრატეგია: მიპარვა. ტივ-სამალავზე მაგრდება გადამღები აპარატურა, ფოტოგრაფი ტივის შიდა ჩარჩოში ტბის ფსკერზე მიაბიჯებს
დისლოკაცია: ნებისმიერი წყალმცირე ტბა
ბიუჯეტი: დაახლოებით 150 ლარამდე
სტატუსი: ღებვა-ტიუნინგის პროცესი



Wednesday, October 15, 2014

ცხვირრქოსანი გველგესლა

ბირთვისში სეირნობისას გადავეყარე ამ მშვენებას. ცხვირრქოსანი გველგესლა, იგივე Long-nosed Viper (Vipera ammodytes transcaucasiana)

Friday, September 12, 2014

აღმოჩენა - მტკნარი წყლის მედუზა საქართველოში


დიდი ხანია არ დამიპოსტავს, გეგონება ველოდებოდი-თქო რაღაცას და აი - დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო რომ გავაკეთე ზოოლოგიური აღმოჩენა! ყოველგვარი რომანტიკის გარეშე (მთა არ დამიპყრია და უდაბნო არ დაგამიკვეთია ამისთვის) აღმოვაჩინე საქართველოს ფაუნის ახალი სახეობა - მტკნარ წყალში მობინადრე მედუზა. კუსტბაში. ხო, სწორედ იმ კუსტბაში, ვაკელ სვეტებს რო მიაქვს იქაურობა.

Friday, August 15, 2014

En Gedi Nature Reserve, Israel


It's Georgian blog, but here's my first post in English, it's for a reason...
While Israel is at war again, I would like to remember a little place of peace in the middle of a desert, right by Dead Sea shore. It's En Gedi Reserve, and I said before that I would post on it in detail.

Monday, August 11, 2014

მტაცებელთა მიგრაცია ბათუმში და ბაზიერობა

ყველა ქართველმა ნამდვილად იცის რომ საქართველოს "უნიკალური ბუნება" აქვს. თუმცა რითაა ეს ბუნება "უნიკალური" -  ამის ცოდნა ჩვენი "სადღეგრძელოებრივი" აზროვნება აღარ მოითხოვს.

Monday, July 28, 2014

ყაპყაპი


საქართველოს ორნიტოფაუნის სავარაუდოდ ყველაზე "ეკზოტიკური გამოხედვის" ფრინველი - ყაპყაპი (Coracias garrulus).

Friday, July 25, 2014

სომხეთი, პეიზაჟები

დავბრუნდით სომხეთის გადაღებებიდან. თითქმის ორი კვირა, ხუთი დაცული ტერიტორია, 1800 კილომეტრი ოდომეტრზე...

მასალა ბევრია. ვპოსტავ მარტო პეიზაჟებს, ცხოველები მერე იყოს.

1. ტბა წაქ-ქარი-ლიჩ ზანგეზურის ნაკრძალში