Wednesday, March 18, 2015

დღის ფილმი: More Than Honey

More Than Honey (თაფლზე მეტი) 

IMDB:7.5
რა არის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების კლების მიზეზები? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თანამედროვე საზოგადოებაზე? ამას იხილავენ სხვადასხვა ქვეყნის (შვეიცარია, აშშ, ავსტრალია, ჩინეთი) მეცნიერები, მეფუთკრეები, უბრალოდ ფერმერები - ყვებიან თავის ამბავს და გამოცდილებას.


CCD (Colony collapse disorder) ყველამ ვიცით რა არის? აი როდესაც ყოველგვარი გასაგები მიზეზის გარეშე იღუპება სკა. დასავლურ მეფუთკრეობაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა.

გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა თავად ისტორია, მე მოვიხიბლე პირადად მწერების ბრწყინვალე მაკრო გადაღებებით, რომელიც ოპერატორმა ატილა ბოამ სპეცოპტიკის მეშვეობით მოახერხა კაცმა არ იცის - როგორ. მაგალითად, ფუთკრების შეწყვილების კადრები. ბუნებაში ასეა: დედალი ფუთკარი დაფრინავს მიწიდან ათიოდე მეტრის სიმაღლეზე, მას რიგ-რიგობით ეწევიან მამრები და ანაყოფიერებენ (მამრი ამის მერე კვდება). როგორაა გადაღებული ეგ პროცესი, მე პირადად არ ვიცი, თუმცა ვვარაუდობ, რომ კომბინირებული გადაღებებია.

ნებისმიერ შემთხვევაში - ფილმი ძალიან საინტერესო და ლამაზია. მე კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვუყურებ, რადგანაც სულ მალე ვიწყებ გარკვეულწილად ანალოგიური ფილმის გადაღებას ქართული ფუთკრის მონაწილეობით. ფილმს ჰქვია "ჯარა", აგერ ბატონო ვებვერდიც: jarafilm.wordpress.com

მარგრამ დავუბრუნდეთ "თაფლზე მეტს". აი ფილმის ოფიციალური გვერდი: morethanhoneyfilm.com

ტრეილერი:


კადრები ფილმიდან:

 

 


No comments:

Post a Comment