Tuesday, March 3, 2015

მეხცვარეთა ჟამი



ასე აეწყო, რომ ალბათ არც ერთ თემაზე არ მიმუშავია იმდენი, რაც მეცხვარეობაზე. წლების განმავლობაში იმდენი მასალა მაქვს დაგროვებული, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო, ოდენობით დავთვალო თუ ტერაბაიტებით გავზომო აღარ ვიცი. გაისად გამოვა ჩემი მეორე ფილმი მეცხვარეობაზე "მეცხვარეთა ჟამი", ამ ჯერად თუშებზე. გადაღებები დაიწყო ზამთარში, გასტანს ივლისამდე. ამასობაში ზოგჯერ ფოტოს გაჩხლაკუნებასაც ვასწრებ ხოლმე.


ლეკისწყალი, მეცხვარეების ბინა



ლეკისწყალი, ცხვარი, პეიზაჟი


 დათო მეტრეველი, ფილმის მთავარი გმირი, გადაჰყურებს წლევანდელ ნამატს


ნამატი



ახალშობილი დედასთან


ვაშლოვანის პეიზაჟი


პური და კალტი. და მითხრას ვინმემ ერთი - მაგაზე გემრიელი რამე თუ არსებობს?


"პური ჭამა" საღამოთი

გადაღების პროცესში: დათო ოდიშელიძე იწერს დაბერავების, ანუ გასარდლვის ხმას. აბა ვინ იცის, ეს რას ნიშნავს?

No comments:

Post a Comment