Showing posts with label პარტიზანული მებაღეობა თბილისში. Show all posts
Showing posts with label პარტიზანული მებაღეობა თბილისში. Show all posts

Tuesday, March 10, 2015

როგორ არ მოვაჭრევინოთ ხე სამეზობლოში

მოგესალმებით. დღეს საინტერესო და ლამაზი ფოტოები არ იქნება. დღეს იქნება მორიგი ისტორია ჩვენი მოქალაქეების ერთის მხრივ სიხარბეზე, და მეორეს მხრივ - დაუდევრობაზე.

ყიფშიძის ქუჩაზე, რომელზეც ამჟამად ვცხოვრობ, გვაქვს ოთხი ხე - სამი ალვის ხე და ერთი წიწვოვანი. რადგანაც ეს ყიფშიძის ქუჩაა, ამ საწყლებს ყველა მხრიდან შეუტიეს და თავის დროზე მოაქციეს ავტოფარეხების ზოლში. ხო და ახლა ერთ-ერთი ფარეხი იყიდა ვინმე ზურაბ დალაქიშვილმა და ალვის ხეს მოჭრა დაუპირა.