Sunday, May 8, 2016

მგელი ჩამოახრჩეს




ჭაჭუნას აღკვეთილთან ხრეშის გზა მიდის, მას რამოდენიმე ადგილას მშრალი კალაპოტები კვეთს, შესაძლებელია ზოგჯერ ეს კალაპოტები წყლითას ივსება - ყოველ შემთხვევაში გზის ქვეშაა გამოყვანილი და ბეტონის კონსტრუქციაზე ხიდია გადებული. ასეთი ხიდების ქვეშ ხშირად ჭოტები ცხოვრობენ. ერთ-ერთ მათგანში, ბერდვოჩერებთან ერთად ჭოტის ძებნისას, ჩამოხრჩობილი მგელი ვიპოვეთ.

ვერ ვიტყვი, რომ სასიანოვნო სანახაობაა. პირი სულ დაჭმული აქვს, არც კი ვიცი რამ ინადიმა. მგლის სიკვდილი კიდევ უფრო ნაკლებად სასიაამოვნო უნდა ყოფილიყო. თუმცა არ ვარ დარწმუნებული - ჯერ მოკლეს თუ ჯერ ჩამოახრჩვეს. ერთი კი ვიცი - მეცხვარე სადაც კი მგელს ნახავს, როგორც კი მოახერხებს, ყოველთვის და ყველგან, აუცილებლად გაუსწორდება. აქ არც კანონი ჭრის, არც ლაპარაკი, არც ახსნა-განმარტებითი სამუშაოები. რამდენ მეცხვარესთან მილაპარაკია, მგლის ხსეენაზე სიძულვილისაგნ ძაგძაგი ეწყებათ.
ეს საბრალო მგელი კი სიკვდილშიც არ დავასვენეთ: მოვაჭერი ყური გენეტიკური ანალიზისთვის. მე წამოვიედი, ის კი მანდ კიდია, მიბრძანდით, დატკბით სანახაობით...


No comments:

Post a Comment