Showing posts with label filming. Show all posts
Showing posts with label filming. Show all posts

Friday, July 4, 2014

ვემზადებით გასაგზავრებლად, ამჯერად სომხეთში

ჩვენი მორიგი ვიდეო მისია არის სომხეთი: მუფლონები (Ovis orientalis gmelini) და ნიამორები (Capra aegagrus aegagrus). მუფლონები საქართველოში საერთოდ არ ბინადრობენ, ნიამორების მცირე პოპულაცია კი გვყავს თუშეთის ეროვნულ პარკში.

მუფლონის ფოტო არ მაქვს (ჯერ) და ამიტომ ვერ დავდებ. ვფიქრობ, რომ ორ კვირაში მექნება ფოტოც და ვიდეოც. ადგილზე გველოდება ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საველე სამუშაოებში, ალექსანდრე მალხასიანი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მაიმედებს, რომ ხელცარიელი არ ჩამოვალ. ერთადერთი რაც არი ვიცი, ჩამოვიტან მასალას, გადაღებულს ასეთი მანძილიდან:


თუ ასეთი დისტანციიდან (იპოვე ჯიხვი):

ჯიხვების (Capra caucasica cylindricornis) ეს ორივე ფოტო გადაღებულია თუშეთის ეროვნულ პარკში, საჰაერო თვლებში მონაწილეობის დროს, მადლობა ილიაუნის.

ხო, ჯიხვებს რაც შეეხება: მორიგი სამარცხვინო ბრაკონიერობა. ეგ ამბავი იყო, არის და დიდ ხანს იქნება კიდევ. სამწუხაროდ.

Sunday, June 29, 2014

შირვანის ეროვნული პარკი, აზერბაიჯანი


შირვანის ეროვნული პარკი წარნოადგენს სავანური ტიპის ლანდშაფტის 544 კვადრატული კილომეტრის ნაკვეთს ბაქო-ასტერა-ირანი ტრასას და კასპიის ზღვის ნაპირს შორის. გზა თბილისიდან გრძელია - თითქმის მთელი დღე წაიღო. იმის მიუხედავად, რომ თავად ტრასა კარგ მდგომარეობაშია (ჩვენს გზებს ათი თავით ჯობია), 60კმ შემზღუდავი ნიშნები, ტრასის გაფართოებითი სამუშაო და პოლიციის შიში ძალიან ანელებს მოგზაურიბას. ერთი საათი საბაჟოზე ჩხრეკა დაამატეთ. ხო, იქაური პატრული მოძრაობს ახლად-ახალი BMW-ით. Why?!  Because... 

დავუბრუნდეთ შირვანს. აქ შეღწევა უბრალო მოკვდავისთვის მარტივი არაა. ტურისტებს უშვებენ, ოღონდ სავალდებულო გამყოლით.