Wednesday, October 15, 2014

ცხვირრქოსანი გველგესლა

ბირთვისში სეირნობისას გადავეყარე ამ მშვენებას. ცხვირრქოსანი გველგესლა, იგივე Long-nosed Viper (Vipera ammodytes transcaucasiana)

Friday, September 12, 2014

აღმოჩენა - მტკნარი წყლის მედუზა საქართველოში


დიდი ხანია არ დამიპოსტავს, გეგონება ველოდებოდი-თქო რაღაცას და აი - დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო რომ გავაკეთე ზოოლოგიური აღმოჩენა! ყოველგვარი რომანტიკის გარეშე (მთა არ დამიპყრია და უდაბნო არ დაგამიკვეთია ამისთვის) აღმოვაჩინე საქართველოს ფაუნის ახალი სახეობა - მტკნარ წყალში მობინადრე მედუზა. კუსტბაში. ხო, სწორედ იმ კუსტბაში, ვაკელ სვეტებს რო მიაქვს იქაურობა.

Friday, August 15, 2014

En Gedi Nature Reserve, Israel


It's Georgian blog, but here's my first post in English, it's for a reason...
While Israel is at war again, I would like to remember a little place of peace in the middle of a desert, right by Dead Sea shore. It's En Gedi Reserve, and I said before that I would post on it in detail.

Monday, August 11, 2014

მტაცებელთა მიგრაცია ბათუმში და ბაზიერობა

ყველა ქართველმა ნამდვილად იცის რომ საქართველოს "უნიკალური ბუნება" აქვს. თუმცა რითაა ეს ბუნება "უნიკალური" -  ამის ცოდნა ჩვენი "სადღეგრძელოებრივი" აზროვნება აღარ მოითხოვს.

Monday, July 28, 2014

ყაპყაპი


საქართველოს ორნიტოფაუნის სავარაუდოდ ყველაზე "ეკზოტიკური გამოხედვის" ფრინველი - ყაპყაპი (Coracias garrulus).

Friday, July 25, 2014

სომხეთი, პეიზაჟები

დავბრუნდით სომხეთის გადაღებებიდან. თითქმის ორი კვირა, ხუთი დაცული ტერიტორია, 1800 კილომეტრი ოდომეტრზე...

მასალა ბევრია. ვპოსტავ მარტო პეიზაჟებს, ცხოველები მერე იყოს.

1. ტბა წაქ-ქარი-ლიჩ ზანგეზურის ნაკრძალში


Friday, July 4, 2014

ვემზადებით გასაგზავრებლად, ამჯერად სომხეთში

ჩვენი მორიგი ვიდეო მისია არის სომხეთი: მუფლონები (Ovis orientalis gmelini) და ნიამორები (Capra aegagrus aegagrus). მუფლონები საქართველოში საერთოდ არ ბინადრობენ, ნიამორების მცირე პოპულაცია კი გვყავს თუშეთის ეროვნულ პარკში.

მუფლონის ფოტო არ მაქვს (ჯერ) და ამიტომ ვერ დავდებ. ვფიქრობ, რომ ორ კვირაში მექნება ფოტოც და ვიდეოც. ადგილზე გველოდება ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საველე სამუშაოებში, ალექსანდრე მალხასიანი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მაიმედებს, რომ ხელცარიელი არ ჩამოვალ. ერთადერთი რაც არი ვიცი, ჩამოვიტან მასალას, გადაღებულს ასეთი მანძილიდან:


თუ ასეთი დისტანციიდან (იპოვე ჯიხვი):

ჯიხვების (Capra caucasica cylindricornis) ეს ორივე ფოტო გადაღებულია თუშეთის ეროვნულ პარკში, საჰაერო თვლებში მონაწილეობის დროს, მადლობა ილიაუნის.

ხო, ჯიხვებს რაც შეეხება: მორიგი სამარცხვინო ბრაკონიერობა. ეგ ამბავი იყო, არის და დიდ ხანს იქნება კიდევ. სამწუხაროდ.

Sunday, June 29, 2014

შირვანის ეროვნული პარკი, აზერბაიჯანი


შირვანის ეროვნული პარკი წარნოადგენს სავანური ტიპის ლანდშაფტის 544 კვადრატული კილომეტრის ნაკვეთს ბაქო-ასტერა-ირანი ტრასას და კასპიის ზღვ ნაპირს შორის. გზა თბილისიდან გრძელია - თითქმის მთელი დღე წაიღოიმის მიუხედავად, რომ თავად ტრასა კა მდგომრეობაშია (ჩვენს გზებს ათი თავით ჯობია), 60კმ შემზღუდავი ნიშნები, ტრასის გაფართოებითი სამუშაო და პოლიციის შიში ძალიან ანელებს მოგზაურიბასერთი საათი საბაჟოზე ჩხრეკა დაამატეთ. ხო, იქაური პატრული მოძრაობს ახლად-ახალი BMW-ით. Why?!  Because... 

დავუბრუნდეთ შირვანს. აქ შეღწევა უბრალო მოკვდავისთვის მარტივი არაა. ტურისტებს უშვებენ, ოღონდ სავალდებულო გამყოლით.

Sunday, June 22, 2014

ვლაგდებით

ეს და სხვა ათი ათასი რამეა ჩასალგებელი. არა და მხოლოდ ოთხდღიან ვიდეოდაზვერვაზე მივდივართ....

Friday, June 20, 2014

ვემზადებით აზერბაიჯანში გასამგზავრებლად - ჯეირანები


სულ მალე იწყება EcoFilms-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი. Caucasus Nature Fund-ის დაკვეთით ველური ბუნების გადაღება სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაძლოა საქართველოშიც. ორშაბათს დილით მივემგზავრებით აზერბაიჯანში, ჯეირანების გადასაღებად შირვანის ეროვნულ პარკში.

სანამ ვემზადებით - ვიხსენებთ ჯეირანის (Gazella subgutturosa), იგივე ქურციკის ამბებს საქართველოში. ადრე ჩვეულებრივად ნახავდით შირაქის ველზე, უფრო დასავლეთითაც. აწი აღარაა, გაწყვიტეს (ერთ-ერთი იმ საქმეთაა, რაც ქართველებს გვეხერხება). ზემოთ ფოტოზე ხედავთ რეინტროდუქციის მორიგი მცდელობის პოპულაციას. 2012 წელსაა გადაღებულია ვაშლოვანში, შემოღობილში. რამდენადაც მახსოვს, დღეს ამ ცხოველებიდან არც ერთი აღარაა ცოცხალი - გიურზებმა და რა ვიცი რამ ბოლო მოუღო ამ პატარა პოპულაციას. მაგრამ ამით ზღაპარი არ მთავრდება, ისევ ცდილობენ ჯაირანის შემოყვანას და იმედია ერთხელაც გავივლი ვაშლოვანში და მანქანის ხმა ააფრთხობს ორას-სამას სულიან ჯოგს...

ამასობაში კი თუ ინტერნეტთან წვდომა გვექნა აზერბაიჯანიდანაც მოგაწვდით ფოტოებს. თუ არა და ჩამოსვლისთანავე.


Wednesday, June 18, 2014

To start with something... Nubian ibex


აღარ მახსოვს, რამდენი ხანია უკვე ვაპირებ ფოტობლოგის "ამოქოქვას". ხო და - რაღაცით ხომ უნდა დაიწყო? აი პირველი პოსტი - იბექსი (Capra nubiana), ახლანდელი ვოიაჟიდან ისრაელში.

საქართველოში გარეული ცხოველების გადაღების შემდეგ წარმოუდგენელი კონტრასტია. აქ ჯიხვის ან ნიამორის ანალოგიური კადრის გადასაღებად რაღაცა სასწაული უნდა ჩაიდინო - კავკასიონი დალაშქრო, არ გეძინოს, სამალავში საათობით მოხრილი იჯდე, ან ციცაბო ფერდობებზე ჯიქივით იხოხო... და მაინც ალბათ ბოლოს გაქცეული ცხოველის არამკაფიო კადრი შეგრჩება ხელში. ისრაელში კიდევ, მკვდარი ზღვის სანაპიროსთან მდებარე პარკში "ენ გედი" - იბექსები თავისუფლად გიშვებენ ათიოდე მეტრის მანძილზე და შემდეგ ნელ-ნელა გაგეცლებიან.

ენ გედის და მისი ფაუნის თემას შემდგომში კიდევ დავუბრუნდები.