სულ მალე იწყება EcoFilms-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი. Caucasus Nature Fund-ის დაკვეთით ველური ბუნების გადაღება სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაძლოა საქართველოშიც. ორშაბათს დილით მივემგზავრებით აზერბაიჯანში, ჯეირანების გადასაღებად შირვანის ეროვნულ პარკში.
სანამ ვემზადებით - ვიხსენებთ ჯეირანის (Gazella subgutturosa), იგივე ქურციკის ამბებს საქართველოში. ადრე ჩვეულებრივად ნახავდით შირაქის ველზე, უფრო დასავლეთითაც. აწი აღარაა, გაწყვიტეს (ერთ-ერთი იმ საქმეთაა, რაც ქართველებს გვეხერხება). ზემოთ ფოტოზე ხედავთ რეინტროდუქციის მორიგი მცდელობის პოპულაციას. 2012 წელსაა გადაღებულია ვაშლოვანში, შემოღობილში. რამდენადაც მახსოვს, დღეს ამ ცხოველებიდან არც ერთი აღარაა ცოცხალი - გიურზებმა და რა ვიცი რამ ბოლო მოუღო ამ პატარა პოპულაციას. მაგრამ ამით ზღაპარი არ მთავრდება, ისევ ცდილობენ ჯაირანის შემოყვანას და იმედია ერთხელაც გავივლი ვაშლოვანში და მანქანის ხმა ააფრთხობს ორას-სამას სულიან ჯოგს...
ამასობაში კი თუ ინტერნეტთან წვდომა გვექნა აზერბაიჯანიდანაც მოგაწვდით ფოტოებს. თუ არა და ჩამოსვლისთანავე.
No comments:
Post a Comment