Wednesday, March 18, 2015

დღის ფილმი: More Than Honey

More Than Honey (თაფლზე მეტი) 

IMDB:7.5
რა არის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების კლების მიზეზები? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თანამედროვე საზოგადოებაზე? ამას იხილავენ სხვადასხვა ქვეყნის (შვეიცარია, აშშ, ავსტრალია, ჩინეთი) მეცნიერები, მეფუთკრეები, უბრალოდ ფერმერები - ყვებიან თავის ამბავს და გამოცდილებას.


CCD (Colony collapse disorder) ყველამ ვიცით რა არის? აი როდესაც ყოველგვარი გასაგები მიზეზის გარეშე იღუპება სკა. დასავლურ მეფუთკრეობაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა.

Monday, March 16, 2015

ნადირობა ქურციკების ყანაში

დღევანდელი პოსტის თემა ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ამაზე ლაპარაკი ისეთი ფაქიზი რამეა, რომ არ ვიცი საიდან მივუდგე. არ ვიცი, დაცული ტერიტორიების რამდენ პატიოსან და ალალ თანამშრომელს ვაწყენინებ, იმედია - გამიგებთ. არ ვიცი, ავნებს თუ ასარგებლებს ეს პოსტი ყველა განათლებული ადამიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს - ბუნების დაცვას. მაგრამ, ქურციკის მკვლელობამ მოიტანა, თემა მომწიფდა - უნდა ვთქვა...

Tuesday, March 10, 2015

როგორ არ მოვაჭრევინოთ ხე სამეზობლოში

მოგესალმებით. დღეს საინტერესო და ლამაზი ფოტოები არ იქნება. დღეს იქნება მორიგი ისტორია ჩვენი მოქალაქეების ერთის მხრივ სიხარბეზე, და მეორეს მხრივ - დაუდევრობაზე.

ყიფშიძის ქუჩაზე, რომელზეც ამჟამად ვცხოვრობ, გვაქვს ოთხი ხე - სამი ალვის ხე და ერთი წიწვოვანი. რადგანაც ეს ყიფშიძის ქუჩაა, ამ საწყლებს ყველა მხრიდან შეუტიეს და თავის დროზე მოაქციეს ავტოფარეხების ზოლში. ხო და ახლა ერთ-ერთი ფარეხი იყიდა ვინმე ზურაბ დალაქიშვილმა და ალვის ხეს მოჭრა დაუპირა.

Sunday, February 15, 2015

ტივი - სამალავი

მიზანი: ფოტო/ვიდეო შეტევა წყალმცურავ ფრინველებზე
სტრატეგია: მიპარვა. ტივ-სამალავზე მაგრდება გადამღები აპარატურა, ფოტოგრაფი ტივის შიდა ჩარჩოში ტბის ფსკერზე მიაბიჯებს
დისლოკაცია: ნებისმიერი წყალმცირე ტბა
ბიუჯეტი: დაახლოებით 150 ლარამდე
სტატუსი: ღებვა-ტიუნინგის პროცესი