Wednesday, March 4, 2015

ახალი რუბრიკა: დოკუმენტური ფილმი



მინდა ჩემს ფოტობლოგს დავამატო ერთი გვერდიც, სადაც დავდებ ხოლმე საინტერესო ფილმებს. მაინც კინოდოკუმენტალისტი ვარ და ბევრად მეტ დროს ვუთმობ ამ საქმიანობას, ვიდრე ფოტოგრაფიას. ასე იქნება, სანამ დროის მანქანას არ გამოიგონებენ და ორივეს მოსწრებას არ დავიწყებ. ხო და ფილმები - თავისთავად, დოკუმენტალისტიკა და მეტწილად თემებზე რომელიც ახლოსაა ბუნებასთან, ეკოლოგიასთან, ფოტოგრაფიასთან და ა.შ.
მაშ ასე, პირველად,
დღის ფილმი:

"ნავთობსადენი"/"The PIPE" (2010), IMDB: 7.7

ავტორი: Risteard O'Domhnaill
2006 წელი, პატარა ირლანდიული სოფლის მოსახლეობა იძულებულია მიმართოს ყველანაირ ხერხს, რათა თავი დაიცვას და არ გააყვანინოს Shell-ს ნავთობსადენი მათ კუთვნილ მიწასა და სათევზაო აკვატორიაზე. Shell კანონს თავის ხელში იღებს. რას დაუპირისპირებენ მოსახლეები მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კომპანიას?

ფილმის ტრეილერი:


მთლიანი ფილმი Vimeo-ზე:

https://vimeo.com/8668733

ფილმიდან:





No comments:

Post a Comment