Sunday, February 15, 2015

ტივი - სამალავი

მიზანი: ფოტო/ვიდეო შეტევა წყალმცურავ ფრინველებზე
სტრატეგია: მიპარვა. ტივ-სამალავზე მაგრდება გადამღები აპარატურა, ფოტოგრაფი ტივის შიდა ჩარჩოში ტბის ფსკერზე მიაბიჯებს
დისლოკაცია: ნებისმიერი წყალმცირე ტბა
ბიუჯეტი: დაახლოებით 150 ლარამდე
სტატუსი: ღებვა-ტიუნინგის პროცესი




 ძირითადი კომპონენტებია ფიცრები და კანისტრები: 35 და 10-ლიტრიანები


 იკვრება კარკასი 150*120სმ


მაგრდება 6მმ-იანი ბოლტებით




შემდეგ კაპრონის თოკით (მე სტროპი ავიღე, რაც მქონდა, ნებისიერი გამძლე თოკი წავა), კანისტრები მაგრდება კარკასზე.


მნიშვნელოვანია ბალანსის დაჭერა. თავისთავად ტივი უნდა უძლებდეს აპარატურის და ფოტოგრაფის საერთო წონას, მაგრამ ვინაიდან აპარატი და ოპტიკა წინა ფიცარზე მაგრდება, მეტი დაწოლა უწევს. თუ საკმარისი მოცულობის კანისტრები წინ არ იქნა, ფოტოს გადაღებისას სამალავის "კუდი" წყლიდან ამოიწევს.



მეტალო-პლასტმასის მილები კრგად იჭერენ ნებისმიერ მიცემულ ფორმას. იდეალურია სამალავი ბადის, ან ნებისმიერი სხვა კამუფლაჟის დასაჭერად. შესაღებია, თავისთავად.


ყველაზე მთავარი - შტატივის თავის სამაგრი. ამ შემთხვევაში ფოტოშტატივის ცენტრალური ფეხისთვის ასეთი ფიქსატორი გავაკეთე. მინუსი - წყალზე ყოფნისას ნესტისგან დეფორმაციას იღებს, შტატივი ცოტა იჭედება.



საცდელი ცურვა ლისის ტბაზე.


მანქანა მაშტაბისთვის. ტივი საკმაოდ მძიმე და არაგაბარიტულია. ერთი კაცისთვის მანქანის საბარგულზე მისი შეტენვა და ჩამოღება კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

დახვეწის პროცესშია, შესაბამისად -  თემა განახლდება.

No comments:

Post a Comment