Tuesday, April 26, 2016

Vipera dinniki - დინიკის გველგესლა


აი ასეთი საყვარელი დინიკის გველგესლა (ყოფილი Vipera ursini - ველის გველგესლა) ვიპოვეთ სტეფანწმინდასთან, გერგეტის თავზე. გაგვიბრაზდა, არ უნდოდა ფოტომოდელობა. რუბი (ჩემი ყოვლისმყნოსავი იაგდტერიერი) დაკბინა კინაღამ. მაგრამ არ მოვეშვით და ფოტოებიც გამოვიდა. 
არა და ვიყავით როჭოების გადასაღებად წასულები, სატიხტიხოზე. ტიხტიხი კიდევ ჯერ არ დაწყებულა - ცივა და ქარია. თუმცა ამ კვირის ბოლოს ისევ წავალთ, იმედია ამჯერად გაგვიმართლებს. ფოტოებსაც გავაწევთ.



 და აი მანდვე გადარჩენილი რუბიც (მადლობა ნიკა ქერდიყოშვილს, გამოსტაცა პირიდან).


No comments:

Post a Comment