Friday, September 12, 2014

აღმოჩენა - მტკნარი წყლის მედუზა საქართველოში


დიდი ხანია არ დამიპოსტავს, გეგონება ველოდებოდი-თქო რაღაცას და აი - დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო რომ გავაკეთე ზოოლოგიური აღმოჩენა! ყოველგვარი რომანტიკის გარეშე (მთა არ დამიპყრია და უდაბნო არ დაგამიკვეთია ამისთვის) აღმოვაჩინე საქართველოს ფაუნის ახალი სახეობა - მტკნარ წყალში მობინადრე მედუზა. კუსტბაში. ხო, სწორედ იმ კუსტბაში, ვაკელ სვეტებს რო მიაქვს იქაურობა.


როგორც აღმოჩნდა, ეს სახეობა (მედუზა, და არა ვაკელი სვეტი) ცნობილია მეცნიერებისთვის 1880 წლიდან, როდესაც ბვრიტანელმა მეცნიერებმა აღწერეს ის ჩინეთში, მდინარე იანცზი-ში.
როგორ მოხვდა ეგ არსება კუსტბაში, არავინ არ იცის. თუმცა სავარუდოა რომ პირდაპირ ჩინეთიდან არ ჩამოფრენილა. ბოლო საუკუნის განმავლობაში ამ მედუზას (სახელად Craspedacusta sowerbii) დაუპყრია ევრაზიის კონტინენტი (ბოლო აღმოჩენებო - ლატვია, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი), სამხრეთ ამერიკა (ბრაზილია და არგენტინა) და ჩრდილოეთი ამერიკა. ჩემთვის უცნობია მისი გადაადგილების მეთოდი. შესაძლებელია - აკვარიუმისტების ხელშეწყობით.

ერთი სიტყვით, სანამ აცივებულა, აბრძანდით კუსტბაზე და დახედეთ როგორ ფარფატებს ეს პატარა (2,5 სმ-მდე დიამეტრის) არსება ბინძურ წყალში. მალე შეთხზავთ სტატიას სამეცნიერო ჟურნალში აღმოჩენის შესახებ (ილიაუნის დახმარებით). აქ კი - რამოდენიმე ფოტო.




1 comment:

  1. ეე რა ლამაზია. ნეტა ეხლაც არიან?

    ReplyDelete