Sunday, June 29, 2014

შირვანის ეროვნული პარკი, აზერბაიჯანი


შირვანის ეროვნული პარკი წარნოადგენს სავანური ტიპის ლანდშაფტის 544 კვადრატული კილომეტრის ნაკვეთს ბაქო-ასტერა-ირანი ტრასას და კასპიის ზღვ ნაპირს შორის. გზა თბილისიდან გრძელია - თითქმის მთელი დღე წაიღოიმის მიუხედავად, რომ თავად ტრასა კა მდგომრეობაშია (ჩვენს გზებს ათი თავით ჯობია), 60კმ შემზღუდავი ნიშნები, ტრასის გაფართოებითი სამუშაო და პოლიციის შიში ძალიან ანელებს მოგზაურიბასერთი საათი საბაჟოზე ჩხრეკა დაამატეთ. ხო, იქაური პატრული მოძრაობს ახლად-ახალი BMW-ით. Why?!  Because... 

დავუბრუნდეთ შირვანს. აქ შეღწევა უბრალო მოკვდავისთვის მარტივი არაა. ტურისტებს უშვებენ, ოღონდ სავალდებულო გამყოლით.
დირექტორი - ელშან მეჯიდოვი, ძალიან გამოცდილი რეინჯერია, უმუშავია სამ დაცულ ტერიტორიაზე, ბრაკონიერებს არ "აჭაჭანებს". აზერბაიჟჯანში, ისევე როგორც ყველგან, დაცული ტერიტორიის დირექტორს ხელი მიუწვდება ბევრ არაკანონიერ შემოსავალზე. მისგან მოელიან "ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას" მოსახლეობასთან. ეს შეიძლება იყოს ტყე/შეშის გაყიდვა, მაღალჩინოსნებისთვის ნადირობის მოწყობა და ა.შ. იგივეა საქართველოშიც და მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში. შირვანის ნაციონალური პარკის თანამშრომლები განსაკუთრებული ცდუნების წინაშე უნდა დგებოდნენ - ჯეირანის პატარა ციკანი შავ ბაზარზე 1000-2000 ევრო ღირს. მათ ყიდულობენ ოლიგარქები თავის ბაღებში გასაშვებად. რა თქმა უნდა ველური ჟეირანის დაჭერა უკანონოა. ეს ყველაფერი მოვყევი იმისთვის, რომ ამეხსნა რა წნეხქვეშაა ელშანი, რომელთანაც უკანონო გარიგებაზე ლაპარაკი კი არა - გაფიქრებაც კი ზედმეტია. პატარა ჯეირანის დაჭერა შედარებით ადვილია - ღამე მოტოციკლეტით და მძლავრი ფარანით მინდორში პოულობ დაწოლილ ციკანს, ფარნის შუქით აბრმავებ და პეპლის საჭერ, ოღონდ ძალიან დიდ, ბადეს აფარებ გაოგნებულ ცხოველს. ზრდასრულთან ეს ვერ გაგივა. ჯეირანების დოლის დაწყებიდან მოყოლებული, 3-4 თვის განმავლობაში, ელშანს დღე-ღამეში ხუთი საათი თუ სძინავს, ისიც დღისით. მთელი ღამე პატრულირებს პარკის სამხრეთ ტერიტორიას, სადაც ბუნებრივი საზღვარი არ არის და ბრაკონიერისთვის შეღწევა შედარებით იოლია.


პარკის შუა ნაწილი შემოღობილია და დასერილია ირიგაციული არხებით, შიგნით მოყოლებულია ნავთობის საქაჩების მთელი "პარკი" - დღეს მუშაობს 17 საქაჩი




შეგახსენებთ, ჩვენი მოგზაურობის მიზანი იყო ჯეირანის და სხვა სახეობების ვიდეოზე გადაღება, მაგრამ ამჯერად უფრო დაზვერვაზე ვმუშაობდით, ვიდრე სერიოზულ გადაღებაზე. ახლა, სანამ ჯეირანებს პატარები ჰყავთ, ისინი დიდ ჯოგებად არ იკრიბებიან. სექტემბრისთვის ისევ დავბრუნდებით და უფრო მაშტაბურ გადაღებებს შევუდგებით. თუმცა დიდი განსხვავება ჩვენს დღის წესრიგს არ დაეტყობა: ვდგებით უთენია, წინა ღამით შერჩეულ ადგილას დაყენებულ სამალავში ვჯდები, ვაწყობ კამერას და ველოდები... ველოდები, ველოდები, ველოდები. თუ გამიმართლა და ჯეირანებს სწორედ ამ დასაწყურებელთან მოუნდათ მოსვლა - ხომ კარგი. თუ არა და დურაჯები, კურდღლები,  წითელთვალა ასპუჭაკა (Menetries's Warbler), გუგული... თან სულ ფეხქვეშ ვიყურები - სამალავის ჩრდილმა შეიძლება გიურზაც მოიზიდოს



თუ არ გამიმართლა - ტყუილად ვიჯდები. გავატარებ 4 საათს, მზე მაღლა აიწევს, განათება გადაღებისთვის აღარ ივარგებს. გიორგის გადავძახებ რაციით "ევაკუაცია"-თქო და მოვა ჩემს წასაყვანად. მანქანაში ავტვირთავთ აპარატურას და საღამომდე, სანამ მზე არ დაიწევს, შეგვიძლია ვიაროთ პარკში, ან გადაღებულ მასალას გაფავხედოთ, ან ჩრდილში (თუ ვიპოვით) წამოვწვეთ. 

პარკის ჩრდილოეთი ნაწილი შემოსაზღვრულია "შირვანკანალით", მანდ ტურისტებს არ უშვებენ და ჯეირანებიც უფრო მფრთხალები არიან. სამაგიეროდ ჯოგები ჩრდილოეთისკენ უფრო დიდია. ჯეირანებს გვერდს უმშვენებენ გაველურებული ცხენები. მათთან მიპარვა ჯეირანებზე კიდევ უფრო რთულია - დაინახავენ თუ არა ჰორიზონტზე მანქანას, გუნდი გატრიალდება, აამტვერიქნებს არემარეს და გაუჩინარდება.

ეს ყუთები განკუთვნილია ჯეირანების ტრანსპორტირებისთვის. კარგი ამბავი - მალე 35 ჯეირანი გაემგზავრება ვაშლოვანში გასაშვებად!

ჩვენ მოგვეცა საშუალება გვეცხოვრა რეინჯერების თავშსაფარში, ტბის ნაპირთან. ტბა დიდია და დაჭაობებული, შესაბამისად კოღოც არ გვაკლდა. ბანზე ვშლიდით კარვის ნაწილსკოღოს ბადეს და გვეძინა სიგრილეში. ეს სადგური განსაკუთრებით საინტერესოა თავისი მობინადრეებით (ადამიანებს ამ შენთხვევაში არ ვგულისხმობ). სახურავის შიფერმა შეიკედლა: მტრედები, შოშიების უთვალავი ბუდეები, მცირე კირკიტების კოლონია და ბუხრინწების წყვილი. კარნიზები მერცხლებმა მიისაკუთრეს, წყლის ავზის ბოძში ოფოფი ბუდობს. საინტერესოა, რომ კირკიტებისთვის აქვე კედელზე ხელოვნური ბუდეებია მოწყობილი, მაგრამ მათ სახურავის შიფერში ურჩევნიათ ბუდობა.


მერე შემახსენეთ გავიგო - რატომ ჩვენი რეიბნჯერები არ უქმნიან ასეთ კომფორტს კირკიტებსა და სხვა ფრინველებს? მცირე კირკიტას კოლონიის მოწყობას ძველი ყუთების და მცოდნე ხალხთან მოკლე კონსულტაციის გარდა არაფერი სჭირდება.

სხვა ფრინველებიდან აღსანიშნავია ჟერო (Platalea leucorodia), ფლამინგო. ძალიან ლამაზია მწვანე კვირიონები, მაგრამ მათი გუნდები მოდიოდნენ მხოლოდ შებინდებისას და გადაღება ამჯერად ვერ მოვახერხე.




რეპტილიებით გვაშინებდნენ და გვაშინებდნენ, მაგრამროგორც არ ვეცადე და გიურზა ვერ ვნახე

გამიგრძელდა. საოცარი ადგილია შირვანი, ძალიან მიხარია რომ შემოდგომას ისევ ვესტუმრები. თქვენც გირჩევთ!



No comments:

Post a Comment